Matuntu-ს დისტრიბუტივების თანრიგების, თუმცა არა მარტო, შერჩევა

ჩანაწერების მოძებნის ალტერნატიული მეთოდი

 

 

 

Mate Menu

Mate-ს 1,8,2-ის ვერსიამდე განახლების შემდეგ აპლეტების სიაში გაჩნდა საშუალება ავირჩიოთ  Mate Menu.

HDD-ის რეზერვის წაშლა

მომხმარებელი root-ისთვის სისტემა არეზერვირებს დისკის მთელი მოცულობის 5 %-ს. კერძოდ, როცა დისკზე აღარ იქნება ადგილი, მაშინ სისტემა ისარგებლებს სწორედ ამ 5%-ით და კორექტულად შეასრულებს ყველა დასახულ ოპერაციას. ეს სამართლიანი იქნება მხოლოდ სისტემური განყოფილებებისთვის, მაგალითად, ძირეული განყოფილება / -სთვის ან /boot  (თუკი ასეთი გაქვთ). თუ თქვენ დისკს იყენებთ მხოლოდ  ფაილების შესანახად, მაშინ მითითებული 5% უბრალოდ დაიკარგება. ამ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვრთოთ ადგილის რეზერვირება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ადგილის რეზერვირებას აზრი არა აქვს.

 კოდი:
sudo tune2fs -r 0 /dev/sdb1

პაროლის შეცვლა

იშვიათად, მაგრამ ხდება, რომ სისტემის ადმინისტრატორის პაროლი დავიწყებულ იქნა. ამ შემთხვევაში საჭიროა მისი გაუქმება - "ჩამოყრა", რაც ძალიან ადვილია.

შემთხვევა პირველი:

როცა გვაქვს მანიპულირების საშუალება GRUB-ის - ოპერაციული სისტემების ჩატვირთვის მენიუსთან.

თუ კომპიუტერის ჩატვირთვისას ჩანს ოპერაციული სისტემების ჩატვირთვის მენიუ, მაშინ იქ დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ არსებობს პუნქტი recovery mode. ჩაიტვირთეთ მასში და გაიშვება კონსოლი root-ის უფლებებით.

wine 1.7 -ის დაყენება

Wine 1.7 - ის დაყენება ხორციელდება შემდეგი ბრძანებით:


კოდი:
sudo add-apt-repository ppa:ubuntu-wine/ppa
sudo apt-get update
sudo apt-get install wine1.7 winetricks
winecfg


უკანასკნელი ბრძანებით ხორციელდება wine mono და wine gecko -ს დაყენება. ამის შემდეგ საშინაო კატალოგში ჩნდება wine.

UNetbootin – ISO-ის ჩამტვირთავის შემქმნელი პროგრამა

UNetbootin ძალზე მარტივად მოსახმარი პროგრამაა ფლეშ-ბარათზე ჩასატვირთი ოპერაციული სისტემის ჩასაწერად. იგი ინტუიტერად კარგად გამართული პროგრამაა. ვმუშაობთ პროგრამის მენიუს ქვედა ზოლში. ირჩევთ .iso ფაილს  და ვაჭერთ ღილაკ ok. ველოდებით. ვღებულობთ გამართულ ფლეშს ოპერაციული სისტემის დასაყენებლად.

 

კლავიატურის განლაგება დროშებით

კონფიგურაციის რედაქტორში არსებობს საშუალება კლავიატურის განლაგება გამოისახოს დროშების სახით. საჭიროა დაისვას "პტიჩკა" აქ:

/desktop/mate/peripherals/keyboard/indicator/showFlags.

ეს რომ იქნას რეალიზებული, საჭიროა შეიქმნას  flags კატალოგი:

Compiz Matuntu – ში

Matuntu-ში Compiz-ს გააჩნია ძალზე საინტერესო უნარი გადართოს ღია პროგრამები ან სხვადასხვა საწერ მაგიდაზე ან ერთ საწერ მაგიდაზე დაწყობილნი ერთმანეთზე ფენებად, კლავიატურის Ctrl+Alt+Tab - ის საშუალებით. ამასთან ჩანს ყველა ღია პროგრამა და შესაძლებელია სასურველის არჩევა-გაჩერება მომენტალურად.

არის საინტერესო ეფექტი ფანჯრების ცვლისა - Dodge. მისი აწყობა  Ubuntu 13.04/12.10/12.04 -სთვის კარგადაა აღწერილი კომპიზომანიის საიტზე; https://compizomania.blogspot.com/2013/01/compiz-dodge-ubuntu-130412101204.html

SSD-ს ოპტიმიზაცია

ოპერაციული სისტემის უფრო სწრაფი მუშაობისათვის HDD ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფორმაციის მყარ სხეულოვანი  მცირე ზომის (30-64 Gb) დამაგროვებელი SSD.
იმისათვის რომ მათ დიდხანს შევუნარჩუნოთ მუშაობის ვადა, საჭიროა განვახორციოლოთ მისი ოპტიმიზაცია.
 ოპტიმიზაცია ხორციელდება შემდეგი მიმდევრობით:

კოდი:
sudo pluma /etc/fstab
noatime,nodiratime,discard,errors=remount-ro 0 1

MPV პლეერი

MPV პლეერი შეიძლება განხილულ იქნას ალტერნატიულ პლეერად VLC-ის მიმართ. იგი გაფორმებით მინიმალისტურია. ფრიად ხარისხიანი და ყურადსაღები პარამეტრებით. რომელიმე ვიდეოფაილზე მაუსის მარჯვენა ღილაკის დაწკაპუნებით კონტექსტურ მენიუში აისახება MPV პლეერიც.

იგი ფაილს ავტომატურად ასახავს სწორი გეომეტრიული ზომებით.
მთელს ეკრანზე გამოსახულება იშლება F ღილაკით, პაუზა აღიწერება დიდი კლავიშით (ადგილის გამოტოვების კლავიში). უნდა აღინიშნოს, რომ იგი ვიდეოს უფრო ადვილად აღწარმოებს, ვიდრე VLC.
შემდეგი ბრძანებების შესრულებისას

კოდი:
sudo add-apt-repository ppa:mc3man/mpv-tests

↓
Ф о р у м