HDD-ის რეზერვის წაშლა

მომხმარებელი root-ისთვის სისტემა არეზერვირებს დისკის მთელი მოცულობის 5 %-ს. კერძოდ, როცა დისკზე აღარ იქნება ადგილი, მაშინ სისტემა ისარგებლებს სწორედ ამ 5%-ით და კორექტულად შეასრულებს ყველა დასახულ ოპერაციას. ეს სამართლიანი იქნება მხოლოდ სისტემური განყოფილებებისთვის, მაგალითად, ძირეული განყოფილება / -სთვის ან /boot (თუკი ასეთი გაქვთ). თუ თქვენ დისკს იყენებთ მხოლოდ ფაილების შესანახად, მაშინ მითითებული 5% უბრალოდ დაიკარგება. ამ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვრთოთ ადგილის რეზერვირება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ადგილის რეზერვირებას აზრი არა აქვს.
კოდი:
sudo tune2fs -r 0 /dev/sdb1
პაროლის შეცვლა

იშვიათად, მაგრამ ხდება, რომ სისტემის ადმინისტრატორის პაროლი დავიწყებულ იქნა. ამ შემთხვევაში საჭიროა მისი გაუქმება - "ჩამოყრა", რაც ძალიან ადვილია.
შემთხვევა პირველი:
როცა გვაქვს მანიპულირების საშუალება GRUB-ის - ოპერაციული სისტემების ჩატვირთვის მენიუსთან.
თუ კომპიუტერის ჩატვირთვისას ჩანს ოპერაციული სისტემების ჩატვირთვის მენიუ, მაშინ იქ დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ არსებობს პუნქტი recovery mode. ჩაიტვირთეთ მასში და გაიშვება კონსოლი root-ის უფლებებით.
wine 1.7 -ის დაყენება
UNetbootin – ISO-ის ჩამტვირთავის შემქმნელი პროგრამა
კლავიატურის განლაგება დროშებით
Compiz Matuntu – ში

Matuntu-ში Compiz-ს გააჩნია ძალზე საინტერესო უნარი გადართოს ღია პროგრამები ან სხვადასხვა საწერ მაგიდაზე ან ერთ საწერ მაგიდაზე დაწყობილნი ერთმანეთზე ფენებად, კლავიატურის Ctrl+Alt+Tab - ის საშუალებით. ამასთან ჩანს ყველა ღია პროგრამა და შესაძლებელია სასურველის არჩევა-გაჩერება მომენტალურად.
არის საინტერესო ეფექტი ფანჯრების ცვლისა - Dodge. მისი აწყობა Ubuntu 13.04/12.10/12.04 -სთვის კარგადაა აღწერილი კომპიზომანიის საიტზე; https://compizomania.blogspot.com/2013/01/compiz-dodge-ubuntu-130412101204.html
SSD-ს ოპტიმიზაცია

ოპერაციული სისტემის უფრო სწრაფი მუშაობისათვის HDD ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფორმაციის მყარ სხეულოვანი მცირე ზომის (30-64 Gb) დამაგროვებელი SSD.
იმისათვის რომ მათ დიდხანს შევუნარჩუნოთ მუშაობის ვადა, საჭიროა განვახორციოლოთ მისი ოპტიმიზაცია.
ოპტიმიზაცია ხორციელდება შემდეგი მიმდევრობით:
კოდი:
sudo pluma /etc/fstab
noatime,nodiratime,discard,errors=remount-ro 0 1
MPV პლეერი

MPV პლეერი შეიძლება განხილულ იქნას ალტერნატიულ პლეერად VLC-ის მიმართ. იგი გაფორმებით მინიმალისტურია. ფრიად ხარისხიანი და ყურადსაღები პარამეტრებით. რომელიმე ვიდეოფაილზე მაუსის მარჯვენა ღილაკის დაწკაპუნებით კონტექსტურ მენიუში აისახება MPV პლეერიც.
იგი ფაილს ავტომატურად ასახავს სწორი გეომეტრიული ზომებით.
მთელს ეკრანზე გამოსახულება იშლება F ღილაკით, პაუზა აღიწერება დიდი კლავიშით (ადგილის გამოტოვების კლავიში). უნდა აღინიშნოს, რომ იგი ვიდეოს უფრო ადვილად აღწარმოებს, ვიდრე VLC.
შემდეგი ბრძანებების შესრულებისას
კოდი:
sudo add-apt-repository ppa:mc3man/mpv-tests