ინსტალაცია
მოამზადეთ ოპტიკური დისკი ან "ფლეშკა", რომელზედაც წინასწარ მომზადებული Matuntu-ს ISO ფაილია ჩაწერილი და გაუშვით live რეჟიმში.
განვიხილოთ დაყენება Matuntu TT64-M18-ის მაგალითზე.
გაიხსნება დისკის მენიუ რუსულ ენაზე.
მოამზადეთ ოპტიკური დისკი ან "ფლეშკა", რომელზედაც წინასწარ მომზადებული Matuntu-ს ISO ფაილია ჩაწერილი და გაუშვით live რეჟიმში.
განვიხილოთ დაყენება Matuntu TT64-M18-ის მაგალითზე.
გაიხსნება დისკის მენიუ რუსულ ენაზე.
შემდგომ სურათზე ვირჩევთ "другой вариант установки"
შერჩეულ განყოფილება სასურველია დავაფორმატიროთ მთლიანად და ავირჩიოთ ფუძე განყოფილებად /, არ დავყოთ იგი არც /home და სხვა კატალოგებად.
სისტემაში შესასვლელად ავირჩიოთ მომხმარებელი და პაროლი. შემდეგ სისტემის დაყენება მიმდინარეობს თქვენს გარეშე და რამოდენიმე წუთის (3 -15) შემდეგ, გამოჩნდება შეტყობინება შემდეგი შეტყობინება:
"Продолжить знакомство или перезагрузить" (გაგრძელდეს გაცნობა თუ გადაიტვირთოს სისტემა). გადატვირთვისას, საჭიროა ამოვიღოთ ჩამტვირთავი დისკი და გაგრძელდეს სისტემის ჩატვირთვა.
დისკის დაყოფა.
Matuntu-სთვის სრულიად საკმარისია 8-10 Gb დისკის მოცულობა. ეს ადგილი დაეთმობა ძირითად სისტემას. დისკის სხვა განყოფილებები შეგიძლიათ დაუთმოთ სხვა Linux სისტემების დაყენება-გამოცდისათვის.
SWAP-ის შექმნა არაა აუცილებელი, თუკი თქვენი კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერება მეტია 1048 Mb.