Compiz Matuntu – ში

Matuntu-ში Compiz-ს გააჩნია ძალზე საინტერესო უნარი გადართოს ღია პროგრამები ან სხვადასხვა საწერ მაგიდაზე ან ერთ საწერ მაგიდაზე დაწყობილნი ერთმანეთზე ფენებად, კლავიატურის Ctrl+Alt+Tab - ის საშუალებით. ამასთან ჩანს ყველა ღია პროგრამა და შესაძლებელია სასურველის არჩევა-გაჩერება მომენტალურად.
არის საინტერესო ეფექტი ფანჯრების ცვლისა - Dodge. მისი აწყობა Ubuntu 13.04/12.10/12.04 -სთვის კარგადაა აღწერილი კომპიზომანიის საიტზე; https://compizomania.blogspot.com/2013/01/compiz-dodge-ubuntu-130412101204.html
თავდაპირველად Matuntu-TT64-M18-ში ფუნქცია Dodge არ მუშაობდა. მაგრამ მოყვანილი სკრინშოტით ჩანს როგორ უნდა მოხდეს რედაქტირება რიგი ოპციებისა: type=Norma უნდა შეიცვალოს (type=Normal | Dialog | ModalDialog | Utility | Unknown) & !(name=compiz) -ზე. ეფექტი Compiz - Dodge ამუშავდა.
იმავე კომპიზომანიის საიტზე განხილულია ასევე ეფექტური Compiz-ის პლაგინი Shift Switcher Ubuntu 12.04/12.10 - სთვის. იგი ადვილად იწყობა და მუშაობს Matuntu-TT64-M18 -შიც.
Compiz მუშაობაში: