Category Archives: 64 ბიტი არქიტექტურის დისტრიბუტივები

ჩანაწერების მოძებნის ალტერნატიული მეთოდი

 

 

 

Matuntu-ს დისტრიბუტივების თანრიგების, თუმცა არა მარტო, შერჩევა

Matuntu – TT64 – Upgrade

წარმოდგენილია დისტრიბუტივი Matuntu-TT64-upgrade 64 ბიტი არქიტექტურის მქონე სისტემებისთვის.
ნაკრები შექმნილია 2015 წლის 10 მაისს Ubuntu 14.04.2 LTS-ის ბაზაზე ახალი გრაფიკული გარსით Mate 1.8.2 დეველოპერული რეპოზიტორიიდან და მხარდაჭერილი იქნება 2019 წლის აპრილამდე. მასში შესულია მინიმალური ოდენობა პროგრამებისა, რის გამოც დისტრიბუტივის დაყენების შემდეგ დიკზე იკავებს მხოლოდ 2,5 Gb ადგილს.

ფანჯრის მენეჯერად გამოყენებულია Marco ორი პანელით ზედა და ქვედა (ავტო დამალვის ფუნქციით).გამოყენებულია Plank, რომელიც, საჭიროემისამებრ გაიშვება ზედა პანელიდან. სისტემაში დატანებულია პროგრამა საქაღალდეების ფერების შესაცვლელად. განხორციელებულია ფანჯრების ტაილინგური რეჟიმი. უტილიტა Mate Tweak-ით შესაძლებელია სამუშაო მაგიდის მარტივი გადაწყობა.

Matuntu-TT64-M16-new

წარმოდგენილია დისტრიბუტივი Matuntu-TT64-M16-new.iso 64 ბიტი არქიტექტურის მქონე სისტემებისთვის.
ნაკრები შექმნილია 2014 წლის 20 დეკემბერს Ubuntu 14.04.1 LTS-ის ბაზაზე და აღჭურვილია სტაბილური გრაფიკული გარსით Mate 1.6.2. მხარდაჭერა განისაზღვრება 2020 წლის 25 იანვრამდე..
WM სახით გამოიყენება Marco ორი პანელით – ზედა მუდმივად ხილვადი და ქვედა ავტოდამალვითი თვისებით. რეალიზებულია უსადენო სტერეო აუდიომოწყობილობების მუშაობა

Matuntu-TT64-M18-new

წარმოდგენილია დისტრიბუტივი Matuntu-TT64-M18-new.iso 64 ბიტი არქიტექტურის მქონე სისტემებისთვის.
ნაკრები შექმნილია 2014 წლის 27 დეკემბერს Ubuntu 14.04.1 LTS-ის ბაზაზე და მხარდაჭერილი იქნება 2019 წლის აპრილამდე. WM-ს წარმოადგენს Compiz ორი პანელით - ზედა და ქვედა (ავტო დამალვითი ფუნქციით). გათვალისწინებულია კუბის ეფექტი (CTRL+ALT+Button1), Dodge (ფანჯრის ფოკუსის ცვლილება), სხვადასხვა გარსაკრავის დაყენება სხვადასხვა სამუშაო მაგიდაზე.

Matuntu-TT64-M181-mini

წარმოდგენილია დისტრიბუტივი  Matuntu-TT64-M181-mini   64 ბიტი არქიტექტურის მქონე სისტემებისთვის.
ნაკრები შექმნილია 2015 წლის 16 მარტს Ubuntu 14.04.2 LTS-ის ბაზაზე ახალი გრაფიკული გარსი Mate 1.8.1-ით   და მხარდაჭერილი იქნება 2019 წლის აპრილამდე.
ვინაიდან დისტრიბუტივში ჩართულია მინიმალური ოდენობა პროგრამებისა, ამიტომ სისტემა იკავებს მხოლოდ 2,9 Gb ადგილს დისკზე.

↓
Ф о р у м