HDD-ის რეზერვის წაშლა

მომხმარებელი root-ისთვის სისტემა არეზერვირებს დისკის მთელი მოცულობის 5 %-ს. კერძოდ, როცა დისკზე აღარ იქნება ადგილი, მაშინ სისტემა ისარგებლებს სწორედ ამ 5%-ით და კორექტულად შეასრულებს ყველა დასახულ ოპერაციას. ეს სამართლიანი იქნება მხოლოდ სისტემური განყოფილებებისთვის, მაგალითად, ძირეული განყოფილება / -სთვის ან /boot (თუკი ასეთი გაქვთ). თუ თქვენ დისკს იყენებთ მხოლოდ ფაილების შესანახად, მაშინ მითითებული 5% უბრალოდ დაიკარგება. ამ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვრთოთ ადგილის რეზერვირება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ადგილის რეზერვირებას აზრი არა აქვს.
კოდი:
sudo tune2fs -r 0 /dev/sdb1
ბრძანება სრულდება ძალიან სწრაფად. დიდი მოცულობის დისკებზე ადგილი იზრდება მნიშვნელოვნად.