Category Archives: სისტემური დაფა

HDD-ის რეზერვის წაშლა

მომხმარებელი root-ისთვის სისტემა არეზერვირებს დისკის მთელი მოცულობის 5 %-ს. კერძოდ, როცა დისკზე აღარ იქნება ადგილი, მაშინ სისტემა ისარგებლებს სწორედ ამ 5%-ით და კორექტულად შეასრულებს ყველა დასახულ ოპერაციას. ეს სამართლიანი იქნება მხოლოდ სისტემური განყოფილებებისთვის, მაგალითად, ძირეული განყოფილება / -სთვის ან /boot  (თუკი ასეთი გაქვთ). თუ თქვენ დისკს იყენებთ მხოლოდ  ფაილების შესანახად, მაშინ მითითებული 5% უბრალოდ დაიკარგება. ამ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვრთოთ ადგილის რეზერვირება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ადგილის რეზერვირებას აზრი არა აქვს.

 კოდი:
sudo tune2fs -r 0 /dev/sdb1

SSD-ს ოპტიმიზაცია

ოპერაციული სისტემის უფრო სწრაფი მუშაობისათვის HDD ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფორმაციის მყარ სხეულოვანი  მცირე ზომის (30-64 Gb) დამაგროვებელი SSD.
იმისათვის რომ მათ დიდხანს შევუნარჩუნოთ მუშაობის ვადა, საჭიროა განვახორციოლოთ მისი ოპტიმიზაცია.
 ოპტიმიზაცია ხორციელდება შემდეგი მიმდევრობით:

კოდი:
sudo pluma /etc/fstab
noatime,nodiratime,discard,errors=remount-ro 0 1

SSD HDD – ის ნაცვლად

SSD ანუ მყარი სხეულის მეხსიერების მაგროვებელი ასრულებს იმავე ფუნქციებს, რასაც ასრულებს მყარი მაგნიტური დისკები (HDD), მხოლოდ გაცილებით უფრო საიმედოდ, სწრაფად, ნაკლები ენერგიის მოხმარებით. ამიტომ, ტრადიციული "ვინჩესტერის" შეცვლა SSD -თი, ერთობ მარტივი და ეფექტური ნაბიჯია, რომლითაც არა მარტო იზრდება ჩატვირთვის სიჩქარე, არამედ იზრდება პროგრამების გაშვების სიჩქარე, მათი მუშაობის სიჩქარე გაცილებით სწრაფად (4-ჯერ SATAII-სთვის და 6-ჯერ SATA3-თვის). დღეისათვის დიდი მოცულობის SSD ღირს ძალიან ძვირი, ხოლო მცირე ზომის 64 Gb მოცულობის ფასი კონკურენციას უწევს 500 Gb HDD-ს.

↓
Ф о р у м