პაროლის შეცვლა

იშვიათად, მაგრამ ხდება, რომ სისტემის ადმინისტრატორის პაროლი დავიწყებულ იქნა. ამ შემთხვევაში საჭიროა მისი გაუქმება - "ჩამოყრა", რაც ძალიან ადვილია.
შემთხვევა პირველი:
როცა გვაქვს მანიპულირების საშუალება GRUB-ის - ოპერაციული სისტემების ჩატვირთვის მენიუსთან.
თუ კომპიუტერის ჩატვირთვისას ჩანს ოპერაციული სისტემების ჩატვირთვის მენიუ, მაშინ იქ დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ არსებობს პუნქტი recovery mode. ჩაიტვირთეთ მასში და გაიშვება კონსოლი root-ის უფლებებით.
თუ თქვენ მხოლოდ ერთი ოპერაციული სისტემა გაქვთ, მაშინ GRUB-ის მენიუს ასახვისათვის საჭიროა დავიჭიროთ ღილაკი Shift, თუ ეს არ მოქმედებს, მაშინ შეეცადეთ კომპიუტერის ჩატვირთვისას დააჭიროთ ღილაკს Reset კომპიუტერის სისტემურ ბლოკზე და შემდეგი ჩატვირთვისას GRUB-ის მენიუ აისახება ყოველგვარი მანიპულაციის გარეშე.
თავდაპირველად საჭიროა ძირეული ფაილური სისტემა გადავიყვანოთ ჩაწერის რეჟიმში
mount -no remount,rw /
ახლა, ახალი პაროლის დასაყენებლად საჭიროა ავკრიფოთ ბრძანება:
passwd სახელი_მომხმარებლის,
სადაც ნაცვლად სახელი_მომხმარებლისა ჩავსვათ სახელი საჭირო მომხმარებლისა, ხოლო შემდეგ
reboot
კომპიუტერის გადატვირთვისთვის.
თუკი პუნქტი recovery mode არ არის, მაშინ აირჩიეთ თქვენი სისტემის სტრიქონი, დააჭირეთ E--ს და დაწერეთ ოპციის ბოლოში სიტყვა single, ახლა დააჭირეთ B-ს და თქვენ ჩაგეტვირთებათ იგივე ტერმინალი სუპერმომხმარებლის უფლებებით.
შემთხვევა მეორე:
როცა ოპერაციული სისტემების არჩევის მენიუ GRUB-თან მანიპულირების საშუალება არა გვაქვს.
ამ შემთხვევაში შესაძლებელია პაროლის ჩამოყრა ნებისმიერი Linux-ის LiveCD - ით. ჩავიტვირთებით მისით, ვასრულებთ მონტირებას თქვენს ძირეულ განყოფილებაზე, ვახორციელებთ etc/shadow და ect/shadow ფაილების რედაქტირებას, ვაყენებთ მომხმარებლის ცარიელ პაროლს, ისე როგორც აღწერილია აქ. შემდეგ უკვე შესაძლებელია გადაიტვირთოს კომპი და შევალთ სისტემაში ცარიელი პაროლით.