Category Archives: სისტემა

პაროლის შეცვლა

იშვიათად, მაგრამ ხდება, რომ სისტემის ადმინისტრატორის პაროლი დავიწყებულ იქნა. ამ შემთხვევაში საჭიროა მისი გაუქმება - "ჩამოყრა", რაც ძალიან ადვილია.

შემთხვევა პირველი:

როცა გვაქვს მანიპულირების საშუალება GRUB-ის - ოპერაციული სისტემების ჩატვირთვის მენიუსთან.

თუ კომპიუტერის ჩატვირთვისას ჩანს ოპერაციული სისტემების ჩატვირთვის მენიუ, მაშინ იქ დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ არსებობს პუნქტი recovery mode. ჩაიტვირთეთ მასში და გაიშვება კონსოლი root-ის უფლებებით.

wine 1.7 -ის დაყენება

Wine 1.7 - ის დაყენება ხორციელდება შემდეგი ბრძანებით:


კოდი:
sudo add-apt-repository ppa:ubuntu-wine/ppa
sudo apt-get update
sudo apt-get install wine1.7 winetricks
winecfg


უკანასკნელი ბრძანებით ხორციელდება wine mono და wine gecko -ს დაყენება. ამის შემდეგ საშინაო კატალოგში ჩნდება wine.

UNetbootin – ISO-ის ჩამტვირთავის შემქმნელი პროგრამა

UNetbootin ძალზე მარტივად მოსახმარი პროგრამაა ფლეშ-ბარათზე ჩასატვირთი ოპერაციული სისტემის ჩასაწერად. იგი ინტუიტერად კარგად გამართული პროგრამაა. ვმუშაობთ პროგრამის მენიუს ქვედა ზოლში. ირჩევთ .iso ფაილს  და ვაჭერთ ღილაკ ok. ველოდებით. ვღებულობთ გამართულ ფლეშს ოპერაციული სისტემის დასაყენებლად.

 

MultiSystem

USB ფლეშზე რამდენიმე ჩამტვირთავი iso სახეობის ოპერაციული სასტემის დასაყენებლად საჭიროა დავაყენოთ LiveUSB MultiSystem.

კოდი:

sudo apt-add-repository 'deb https://liveusb.info/multisystem/depot all main'

კოდი::

wget -q https://liveusb.info/multisystem/depot/multisystem.asc -O- | sudo apt-key add -

კოდი::

sudo apt-get update && sudo apt-get install multisystem -y

Screenfetch – ტერმინალური უტილიტა

Ubuntu 14.10 -ის რეპოზიტორიაში ჩართულია Screenfetch – მარტივი ტერმინალური უტილიტა სისტემის, დრაივერებისა და ოპერატიული მეხსიერების შესახებ ინფორმაციის გამოსატანად ლინუქსში.

Matuntu-ში შესაძლებელია დაყენდეს მთლიანი პაკეტი screenfetch_3.6.0-1_all.deb,  რომელიც შეიძლება ჩამოიქაჩოს აქედან.
უტილიტა იქნება სასარგებლო იმ შემთხვევაში? როცა საჭიროა გაიცვალოს ინფორმაცია დაყენებული სისტემისა და მისი ძირითადი კომპონენტების შესახებ, მაგალითად, ფორუმზე.
უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ აღწერილობაზე ნახოთ აქ.

BleachBit – მწმენდავი პროგრამა

BleachBit – პროგრამა მწმენდავი, განკუთვნილია ოპერაციული სისტემის სწრაფი და ადვილი წმენდის ოპერაციისათვის ნაგავი ფაილებისაგან.

აღნიშნული უტილიტა დამუშავებულია კროსპლატფორმულ საფუძველზე და ამიტომაც იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც Windows მანქანებზე, ასევე Linux სისტემებზე. დროთა განმავლობაში სისტემაში თავს იყრის დიდი ოდენობის ყოველგვარი სახის დროებითი და უსარგებლო ფაილები, რომლებიც იკავებენ ზედმეტ ადგილს და ამუხრუჭებენ სისტემას. ამიტომაც, იგი დაყენებულია Matuntu-ს ყველა ვერსიაში.

მისი განახლებისთვის Matuntu-TT-ში საჭიროა დავამატოთ რეპოზიტორიუმი:
 

Qt4-fsarchiver – დისკის კლონირების უტილიტა

FSArchiver – წარმოადგენს  დისკის კლონირების უტილიტას Linux სისტემებისთვის.

FSArchiver-ს შეუძლია შეინახოს დისკის განაკვეთები, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა პოპულარულ ფაილურ სისტემებს ერთიანი  დისკის სახით. მცირე გამოცდილების მქონე მომხმარებელს შეუძლია მიიღოს დიდი შესაძლებლობები დისკების სრული ინფორმაციის აღებითა და შენახვით. კლონირებული დისკის იერსახეები არ შეიცავენ დისკის ცარიელ კლასტერებს, რითაც მიიღწევა კომპრესიის მაღალი ხარისხი.

↓
Ф о р у м