SSD HDD – ის ნაცვლად

SSD ანუ მყარი სხეულის მეხსიერების მაგროვებელი ასრულებს იმავე ფუნქციებს, რასაც ასრულებს მყარი მაგნიტური დისკები (HDD), მხოლოდ გაცილებით უფრო საიმედოდ, სწრაფად, ნაკლები ენერგიის მოხმარებით. ამიტომ, ტრადიციული "ვინჩესტერის" შეცვლა SSD -თი, ერთობ მარტივი და ეფექტური ნაბიჯია, რომლითაც არა მარტო იზრდება ჩატვირთვის სიჩქარე, არამედ იზრდება პროგრამების გაშვების სიჩქარე, მათი მუშაობის სიჩქარე გაცილებით სწრაფად (4-ჯერ SATAII-სთვის და 6-ჯერ SATA3-თვის). დღეისათვის დიდი მოცულობის SSD ღირს ძალიან ძვირი, ხოლო მცირე ზომის 64 Gb მოცულობის ფასი კონკურენციას უწევს 500 Gb HDD-ს.

სტაციონარულ კომპიუტერში, რომელიც განკუთვნილია  3,5" HDD – სთვის, SSD ყენდება სპეციალური ადაპტერის მეშვეობით. გამონთავისუფლებული HDD შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფორმაციის შესანახად. ამჟამად, გაჩნდა ვინჩესტერების მთელი კლასი, შემცირებული სიჩქარის კითხვა/ჩაწერის შესაძლებლობებით.

Matuntu-ს ავტორს გააჩნია ერთი ნოუთბუქი HDD-თი, რომელზედაც ჩაწერილია Win7 და Matuntu-ს რამდენიმე დისტრიბუტივი. როცა იგი ადარებს სხვა აპარატურას, სადაც HDD შეცვლილია SSD-თი, სხვაობა საგრძნობია.
ჩატვირთვა და მუშაობა HDD-ზე გაცილებით ნელია და ეს ნოუთბუქი გაცილებით ძლიერ ხურდება. წონითაც SSD გაცილებით მცირეა და ასევე ჩუმად მუშაობს.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Добавьте изображение (только JPEG в формате)

↓
Ф о р у м